„Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმი წინანდალში
ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიული ასოციაციის „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმში, რომელმაც პირველი გასვლითი ღონისძიება საქართველოში, წინანდლის მამულში გამართა. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს აქამდე იტალიაში მართავდა. ღვინის სიმპოზიუმს ესრებოდნენ სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები. ღვინის მწარმოებელ 20 ქართულ კომპანიას შესაძლეობა მიეცა საკუთარი პროდუქცია წარედგინა ღვინის ექსპერტებისა და სტუმრებისთვის.
