ქოჩორაშვილის გოლი ლა ლიგა 2-ში
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურში გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „ლევანტემ“ შინ „მირანდესთან“ ფრედ 2:2 ითამაშა. საქართველოს ნაკრების წევრმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, 26-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი მიითვალა. ეს 24 წლის მცველისთვის ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-11 შეხვედრაში მეორე გოლია. „ლევანტე“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, სტუმრად „ლეგანესს“ დაუპირისპირდება.
