„ჰამასის“ მიერ გატაცებული მოქალაქეების ისტორია
თელ-ავივის მუზეუმის წინ გატაცებულების ახლობლებმა აქცია გამართეს. აქციაზე ითხოვდნენ, მათი ახლობლების და ოჯახის წევრების გათავისუფლებას. „ჰამასმა“ გუშინ გამოაქვეყნა გატაცებულების სიის ნაწილი, თუმცა არ არის ცნობილი, რა პირობებში იმყოფებიან ტყვეები, რომელთა შორისაც ბევრი მოხუცი და ბავშვია. „ქრონიკა“ „ჰამასის“ მიერ გატაცებულების ოჯახის წევრებს ესაუბრა.
