ბითაძემ ლეიკერსთან ორმაგი დუბლი შეასრულა
გოგა ბითაძემ NBA-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი თამაში ჩაატარა და ლეიკერსთან ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქეს, დამაჯერებლად, 19-ქულიანი სხვაობით 120:101 აჯობა. ბითაძემ პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა. გოგამ 6-დან 3 2-ქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 3-ქულიანი კი ააცილა. მისი პლიუს მინუს მაჩვენებელი კი 27-ს გაუტოლდა.
