ფესტივალი - ჭაჭა 2023
თელავში ფესტივალი „ჭაჭა 2023“ თეატრალური წარმოდგენით დასრულდა. ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მსახიობებმა სპექტაკლი „გაყრა“ და „შეყრა“ წარუდგინეს მაყურებელს. სპეციალურმა ჟიურიმ, კი 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის მწარმოებლები დაასახელა, რომლებსაც პრიზები გადაეცათ. ერთ სივრცეში მოწყობილი იყო თემატური პავილიონები. გამოიფინა სხვადასხვა დასახელების ჭაჭა. ღონისხიება მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა.
