რამდენიმე დღე ევროკომისიის ანგარიშამდე - ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ
საქართველო ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში. ევროკომისიის შეფასება 3 დღეში გახდება ცნობილი, ისტორიულ გადაწყვეტილებას კი ევროპელი ლიდერები 15 დეკემბერს მიიღებენ. ევროპიდან პოზიტიური გზავნილები იზრდება. დადებითი შეფასების მოლოდინები აქვთ მმართველ გუნდში. ამის პარალელურად, იზრდება ოპოზიციის ნეგატიური აქტივობა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ოპოზიციას უნდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო გახადოს და ამის არაერთი მცდელობა აქვთ. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა.