ქეთი მელქაძის ნამუშევრების გამოფენა
ენგურჰესი მხოლოდ ჩვენი ენერგიის წყარო როდია, მისი თაღოვანი კაშხალი დიდი ხანია ერთ-ერთ ყველაზე მისაზიდ ტურისტულ ატრაქციად იქცა. ამ ატრაქციას კიდევ ერთი განსაკუთრებული და საინტერესო არტ-სივრცე შეემატა, სადაც გალერეა „ფი-რუუმ“ თვითნასწავლი ხელოვანის ქეთი მელქაძის ნამუშევრების მუდმივ ექსპოზიციას წარმოგიდგენთ. ხელოვანი თავის ნამუშევრებს სამშენებლო რკინის ბადით, ზეთის საღებავებითა და ცარცით ქმნის

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები