წმინდა სინოდის განჩინება
საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს. რამდენიმე თემას შორის ერთ-ერთი საკითხი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. საქმე ნათლობის წესს ეხება. სინოდის გადაწყვეტილებით, დასაშვებია მხოლოდ ორი ნათლია, რადგან ბოლო პერიოდში ნათლობის არასწორი პრაქტიკა მომრავლდა. ამ სიახლის გარდა განჩინებაში ჩაიწერა, რომ სინოდმა მსოფლიოსა და საქართველოში, ეპარქიებში არსებული ვითარებაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ტაძრების მდგომარეობის თემებზე იმსჯელა
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
