წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტიდან მადლობის გზავნილი მიიღეს. საქმე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის დაკავებას ეხება, მისი ექსტრადირება საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მოხდა. დაკავებული 70 მილიონი დოლარის კრიპტო ვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული. მისი ექსტრადაცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტებს შორის ტრანს-ნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა
