ვინ დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მიღმა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აქამდე მიმდინარე პროცესები ერთ-ერთი მთავარი სანახაობა რომ გვეგონა, აღმოჩნდა მხოლოდ ჟურნალი ყოფილა და კინო ახლა იწყება. ამ კინოს სცენარი მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა, როცა მომავალ პარლამენტში ძველის ნაცვლად ახალი სახეების შეყვანის სურვილი გაამხილა. ამ სიახლის გაცნობის შემდეგ ხაბეიშვილის ფლანგი აღტაცებულია, მელიას მომხრეები კი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სერიას წინასწარმეტყველებენ. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი საარჩევნო სიებში მოხვედრის სურვილი იქნება, რაც პრაქტიკულად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე ფრონტის გახსნის ტოლფასი უნდა იყოს
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
