2024 წლის გაზრდილი ბიუჯეტი
საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს პოზიტიური ცვლილებები თითქმის ყველას და ყველაფერს შეეხება. განსაკუთრებული დატვირთვა, როგორც გასულ წლებში, ისე წელსაც სოციალურ მიმართულებაზე მოდის: იზრდება პენსია, უფასო მედიკამენტები ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებისათვის, ონკო-პაციენტების დახმარება, უსახლკარო ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა. ამასთან წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოხელეთა ანაზღაურება და იზრდება მასწავლებელთა ხელფასიც. ამ ცვლილებების მიუხედავად ოპოზიციას უკმაყოფილება არ ტოვებს და ამ ბიუჯეტსაც, მათი ნაწილი, სავარაუდოდ მხარდაჭერის გარეშე დატოვებს. მარიამ ლორთქიფანიძე უფრო დეტალურად გაგვაცნობს, ვის რა სიახლეები ელის 2024 წლის ბიუჯეტიდან
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
