წმინდა სინოდის განჩინება
საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს. განჩინებაში წერია, რომ განიხილეს მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა, ეპარქიებში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ტაძრების მდგომარეობა. ბოლო დროს გავრცელებული ნათლობის არასწორი პრაქტიკა, კი ერთ-ერთია იმ სკითხებს შორის, რაზეც სინოდის წევრებმა იმსჯელეს. საუბარია ნათლიების გადაჭარბებულ რაოდენობაზე. წმინდა სინოდმა დაადგინა და გადაწყვიტა, რომ საეკლესიო წესის თანახმად დსაშვებია ერთი ნათლია. ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც. ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა, გამონაკლისის სახით, ნებადართულია, მხოლო მაშინ როდესაც მესამე ნათლია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია
