ილია დარჩიაშვილი ლატვიელ კოლეგას შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიელ კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს ლატვიასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე სექტორულო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტრმა კოლეგას გააცნო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადამწყვეტ პროცესში წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას
