2024 წლის ბიუჯეტი
მთავრობამ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაუგზავნა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა, თქვა, რომ 2024 წლის ბიუჯეტი მორგებული იქნება, სოციალურ მიმართულებებზე. იზრდება პენსია, მასწავლებელთა და საჯარო მოხელეთა ანაზღაურება. ასევე ხელფასები გაეზრდებათ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს. ბიუჯეტში გათვალისწინებულია უფასო მედიკამენტები ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებისათვის, ონკო პაციენტების დახმარება, უსახლკარო ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა
