წითელი ცირკულარით ძებნილის დაკავება
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადაცია განხორციელდა. დაკავებული 70 მილიონი დოლარის კრიპტო ვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული. ბრალდებულის ექსტრადაცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტებს შორის ტრანს ნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ექსტრადიციის ფაქტს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა და მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა
