დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა
„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. პროკურორის განცხადებით, გამოძიებას ავტომანქანის ვიდეო ჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, მსჯავრდებულები კი უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული
