სპექტაკლი „ოთარაანთ ქვრივი“
ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულმა ლიტერატურულმა თეატრმა „ჩვენ დავბრუნდებით“ ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ოთარაანთ ქვრივი“ წარადგინა. სპექტაკლი თბილისიდან მიწვეულმა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. თეატრის დამფუძნებლის მანანა ხორბალაძის ინფორმაციით, თეატრი 9 წელია მუშაობს და ამ დროის განმავლობაში 10 სპექტაკლი აქვთ დადგმული