დარეჯან ზურაბიშვილისა და ანრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა
„ბაია“ გალერეაში საფრანგეთში მოღვაწე ორი ქართველი არტისტის, დარეჯან ზურაბიშვილისა და ანრი მაჭავარიანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. საგამოფენო სივრცეში ქანდაკებები და გრაფიკული მათ შორის ქართული თემატიკით შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ემიგრანტმა ხელოვანებმა საკუთარი შემოქმედების ნიმუშები საქართველოში სპეციალურად გამოფენისთვის ჩამოიტანეს. ექსპოზიცია „ბაია“ გალერეაში 17 ნოემბრამდე იქნება წარმოდგენილი
