თანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის საკრებულოსა და „ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა საქართველოს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის საკრებულო და კლინიკა თანხმდებიან პირველადი სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიება დაგეგმონ. ასევე ითანამშრომლონ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხედველობის პრობლემების იდენტიფიცირების, გადაჭრისა და მკურნალობის მიმართულებით
