Do It with the EU - ახალი პროექტი
Do It with the EU - ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში საქართველოს 1 300-ზე მეტი მოქალაქე მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალ ანაზღაურებად პროფესიებში გადამზადდება. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და აიტი სექტორის წარმომადგენლებმა. ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარებაზე, ინოვაციებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა
