სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. ოჯახებს სახლების გასაღები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა. მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია „სახლ დაზიანების პროგრამა“ ხორციელდება, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი არის უზრუნველყოფილი. პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება
