იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა
სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნით დასრულდა მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის პროცესში არსებულ ინოვაციებს მიეძღვნა. სასწავლო ბაზა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციაში მონაწილეებთან ერთად გახსნა. ცენტრი მოემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს. ხუთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ სააკაძის სასწავლო ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები
