ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს
ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურებაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარულ პაუზას არ თანხმდება. ნეთანია ჰუს განმარტებით, ცეცხლის დროებით შეწყვეტას „ჰამასი“ სათავისოდ, ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის გამოიყენებს. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილების მიზნით რეგიონში იმყოფება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი ისრაელის შემდეგ იორდანიაში ჩავიდა
