განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 138-ე ახლად აშენებული საჯარო სკოლა გახსნა
138-ე საჯარო სკოლას ახალი შენობა აქვს. მოსწავლეები სასწავლო პროცესს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ გარემოში გააგრძელებენ. პროექტზე 11 მილიონი დაიხარჯა. მთავრობის ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული განახლება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
