პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა. პარლამენტმა ევრორეკომენდაციების საფუძველზე და ტრადიციულად ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე, კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 19 ოქტომბერს დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ ოპონენტების მიერ სკანდალის შექმნის მცდელობა კი ევროკავშირის ელჩის შეფასებამ დაასრულა. პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინა დაადასტურა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები სტანდარტებს შეესაბამება მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომელიც შეეხება თვითრეგულირების ორგანოს მიერ სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს
