„ჰეზბოლას“ ლიდერის ვიდეომიმართვა
„ჰეზბოლა“ ყველა შესაძლებლობისთვის მზად არის და ნებისმიერი ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ შიიტური დაჯგუფების ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ პირველ ვიდეომიმართვაში ჰასან ნასრალამ თქვა, რომ ჰესბოლა ომში 8-ა ოქტომბრიდან არის ჩართული. ჰეზბოლას ლიდერის განმარტებით, ლიბანიდან ისრაელზე განხორციელებულ შეტევებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად, დაჯგუფების ლიდერმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის ოპერაცია 100-ი პროცენტით პალესტინელების მიერ იყო დაგეგმილი. ჰასან ნასრალას თქმით, ირანი წინააღმდეგობის ჯგუფებს არ მეურვეობს და რეალური გადაწყვეტილებების მიმღებები სწორედ წინააღმდეგობის ლიდერები არიან. შიიტური დაჯგუფების ლიდერის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, „ჰეზბოლას“ მხრიდან ომის ესკალაცია მათი უდიდესი შეცდომა იქნება
