სამთავრობო კომისიის სხდომა
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურმა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ჩასატარებლად სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა. ფორუმში 4000-მდე მონაწილე და მაღალი რანგის სტუმარი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის - აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები
