საქართველოში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს
საქართველოში სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი მამაკაცი დააკავეს. საუბარია შეერთებული შტატების მოქალაქეზე, რომელსაც მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი. გამოძიებით დადგინდა, რომ ის საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა და საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. უკვე დაწყებულია საექსტრადიციო პროცედურები
