ოპოზიციის ნაწილი და მესამე სექტორი სტატუსის წინააღმდეგ
ევროკომისიის შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციაში კვლავ ისმის განცხადებები, რომლებიც, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე ევროკომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფუნდამენტური რეფორმები არ განუხორციელებია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისია. სტატიაში წერია, რომ ბედის ირონიით საქართველოს წელს შესაძლოა კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ოპოზიციის წარმომადგენლები კი სტატუსის ავანსად მოცემაზე საუბრობენ. მმართველი გუნდის შეფასებით, რადიკიკალური ოპოზიცია და მასთან კავშირში მყოფი არასათავრობო ორგანიზაციები, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს
