რამდენიმე დღე ევროკომისიის ანგარიშამდე
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლოვდება. ზუსტად 8 ნოემბერს ცნობილი გახდება ევროკომისიის შეფასება. მანამდე კი თბილისში განსხვავებული პოლიტიკური განცხადებები კეთდება. მმართველ პარტიას, შესრულებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, ოპოზიციის ნაწილი კი ისევ სკეპტიკურად არის განწყობილი. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მათ რიგებშია დავით უსუფაშვილიც, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხდა, რომ ევროპაში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია
