სამთავრობო კომისიის სხდომა
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა, გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაურმა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის - აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები
