მთავრობა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთს ცვლის
საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი, 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი
