2024 წლის ბიუჯეტი
„2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება“ - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 11 წელიწადში მთავრობის მუშაობის საფუძველზე, აშკარად შთამბეჭდავი შედეგებია. ირაკლი ღარიბაშვილმა, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის პარამეტრებზე და სახელმწიფო უწყებების მიხედვით, თანხების გადანაწილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საფინანსო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
