იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს
იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს. კონფერენციამ – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ – სასესიო მუშაობა დეკლარაციის მიღებით დაასრულა, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში.
