ხმაური პლენარულ სხდომაზე
დღესაც ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა პარლამენტის სხდომა. დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, განაცხადა, რომ სამარცხვინოა, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები იმ ფონზე იხილებოდეს, როცა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდგაც, ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან გააძევს.

სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები