საჩოგბურთო ტურნირი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და საჩოგბურთო კლუბ „ეისის“ ორგანიზებით, კასპის კორტებზე სამოყვარულო ტურნირი ჩატარდა. გამარჯვებულები ქალთა და მამაკაცთა შორის როგორც ერთეულებში, ასევე შერეულ წყვილებში გამოვლინდნენ.
