ხვალ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქოს ინფორმაციით, განიხილება საეკლესიო საკითხები და განსაკუთრებულ დღის წესრიგს არ ელოდებიან. მღვდელმთავრებს, ტრადიციულად, საშუალება მიეცემათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელონ. წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება.
