პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია ახლა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს
გვარამია ამბობს, რომ პრეზიდენტმა უნდა აღიაროს შეცდომა და საკუთარ სიტყვებს გადააბიჯოს. შეწყალებულ გვარამიას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ არ არსებობს საფუძველი, რომლის გამოც სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს, რადგან ეს მისი ამომრჩევლის ღალატი იქნება.
