სამი მოსმენით მიღებულ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე კომენტარი უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა
სამი მოსმენით მიღებულ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე კომენტარი დღეს, უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები ევროპული რეკომენდაცია იყო, ასევე იმ შემთხვევაში, თუ კანონს საქართველო არ მიიღებდა, მას შემოქმედებითი ევროპის პლატფორმიდან გარიცხავდნენ. კობახიძემ, მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე ოპოზიციის ქმედებებს ცირკი უწოდა.
