რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, კიბერ კმარას მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, კიბერ კმარას მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია. მისი განმარტებით, სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან 2022 წლის მარტში შედგა, კარასინმა ჰკითხა აზრი და როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, მან დაუდასტურა, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო.
