თურქეთის ეროვნული დღე - პრემიერის მიმართვა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თურქ ხალხს და პრეზიდენტ ერდოღანს, ეროვნული დღე მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, სიტყვით გამოვიდა. ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის მრავალწლიან მეგობრობას, ერთობლივ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ეკონომიკაში თურქული ინვესტიციების მნიშვნელობას. ასევე თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში.
