თენგიზ არჩვაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
ქართველი მაყურებელი თენგიზ არჩვაძეს დაემშვიდობა. მსახიობი დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მსახიობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პირადად მიუსამძიმრა პრემიერმა, მეუღლესთან ერთად. თენგიზ არჩევაძის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტშიც. შალვა პაპუაშვილმა მსახიობის გამორჩეულ ღვაწლაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის იყო ყველა თაობის სამაგალითო და საყვარელი მოქალაქე. თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
