საგრანტო კონკურსი
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით 2 მილიონ დოლარზე მეტით დაფინანსდებიან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან კონკურენტული ინოვაციის ფონდის მეორე საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა და მათთან ერთად პროექტის პრიორიტეტული მიმართულებები და თემატიკა განიხილა. მეორე საგრანტო კონკურსი 28 სექტემბერს გამოცხადდა. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 ნოემბერი.
