3 მილიარდზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან
საქართველომ მიმდინარე წლის 9 თვეში ტურიზმიდან 3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ მაჩვენებელი რეკორდულია და ის პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების მიერ გატარებულ სწორ პოლიტიკასთან.
