ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში
ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტს შეესაბამება. პაველ ჰერჩინსკის ამ განცხადების მიუხედავად ოპოზიცია პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტის კრიტიკას აგრძელებს. ოპოზიციის განცხადებას, რომ კომუნიკაციების კომისია არ არის დამოუკიდებელი, უსაფუძვლოს უწოდებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ახსენებს, რომ კანონში შეტანილი ცვლილები ევროდირექტივის ნაწილია.
