ხაბეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ემუქრება
ლევან ხაბეიშილი შალვა პაპუაშვილს ემუქრება, თუმცა რას გულისხმობს მუქარა და რა ფორმით მოხდება ეს, ამას არ აკონკრეტებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აბობენ რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქმიანობაში ხელს შეუშლიან, მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის თქმაა. ამ საკითხზე ხმაური იყო პარლამენტის სხდომაზეც. ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ანი წითლიძემ და ალუდა ღუდუშაურმა. განცხადება გააკეთა იაგო ხვიჩიამ, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე პროცესის ბლოკირებაში დაადანაშაულა, რის საპასუხოდაც შალვა პაპუაშვილმა, მას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის გამტარებელი უწოდა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
