პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები
საქართველოს პრეზიდენტმა დანიის სამეფოში წასვლაზე უარი თქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სალომე ზურაბიშვილი უნებართვო ვიზიტში არ წავიდა. განმარტებები საკუთარ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტს არ გაუკეთებია. მმართველი გუნდი კი კიდევ ერთხელ განმარტავს რატომ არ მიეცა პრეზიდენტს ნებართვა განეხორციელებინა ვიზიტები საზღვარგარეთ, ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს დაიცვას კონსტიტუცია. საპირისპიროს აცხადებენ ოპოზიციაში
