რა მიზანი აქვს მესამე სექტორს
სახელისუფლებო გუნდი ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროპული მომავლის საზიანო ქმედებებში ადანაშაულებს და ოპოზიციის ნაწილთან მათ კავშირზე საუბრობს. მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებს ახსებენებს, რომ მათი როლი ევროინტეგრაციის გზაზე უნდა იყოს პოზიტიური და არ უნდა იმოქმედონ კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. „ქართული ოცნება“ ე.წ. მდიდარი ენჯეოების მავნებლურ კამპანიად აფასებს ასევე, მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე დატოვა ამერიკის მიერ საქართველოს მოქალაქეების სანქცირება. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ რომ ამ განცხადების მიზანი ამერიკის ახალი ელჩის და ხელისუფლების დაპირისპირებაა. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ამ განცხადებებს მესამე სექტორის მუქარად და ანტიდასავლურ რიტორიკად აღიქვამს
