ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს
ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და მწვავედ გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
