"ქართუ ჯგუფის" განცხადება
“ქართუ ჯგუფი” ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. საუბარია კვიპროსელი იურისტის სანქცირების საკითხის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებაზე. განცხადებაში წერია, რომ ამერიკის სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არც ბიძინა ივანიშვილი და არც მასთან დაკავშირებული კომპანიები ნახსენები არ არის. დეზინფორმაციის ეს კამპანია კი, "ქართუ ჯგუფის" შეფასებით, წარმოადგენს დისკრედიტაციის მორიგ, წარუმატებელ და უსუსურ მცდელობას.
